დღეს დილით, სანამ ეს შეხვედრა დაიწყებოდა, ვთქვი, რომ ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დავიწყებდით კეთილსინდისიერ დისკუსიას და აღვადგენდით ნდობასა და საბოლოოდ წინ წავიწევდით იმ გამოწვევებთან მიმართებით, რაც საქართველოს წინაშე დგას.
მე ძალიან ნასიამოვნები ვარ, რომ ჩვენს ამ მიზანს მივაღწიეთ. არ მინდა, რომ დისკუსია დეტალურად დავახასიათო, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ორივე, ოპოზიციაცა და მმართველი პარტიაც, დაგვეთანხმა, რომ დისკუსია უნდა გაგრძელდეს. აშშ და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, ამ პროცესს დაეხმარონ.