საპროტესტო აქციები

უგულავა: დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები და დავეჭიდოთ არჩევნებზე თუ თავი გაქვთ

დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები, დააბრუნეთ არჩევნები, არჩევნების ქურდია ივანიშვილი და თქვენც მოგპარათ არჩევანი, ყველას მოპარა, მთელ საქართველოს მოპარა. ჩავატაროთ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა, ვის აირჩევს. ასე პოლიციის უკან ამოფარებული სადამდე იქნებით? 

დააბრუნეთ არჩევნები, დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები და დავეჭიდოთ ყველანი არჩევნებზე თუ თავი გაქვთ. თქვენ გგონიათ, პოლიციას ამოეფარებით სულ? დაგავიწყდათ, ასლან აბაშიძემ როგორ დაამთავრა? ხომ არ მოგენატრათ ასლანი? დააბრუნეთ არჩევნები და თუ თავი გაქვთ, გამოდით არჩევნებზე. გვამებით მოვაჭრეები ხართ თქვენ. თქვენ მკვდრებს ყოფთ თქვენიანებად და სხვისიანებად, მორალი არ გაქვთ, უსინდისოები ხართ

მიმართა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მცხეთის მერიასთან მათი აქციის წინააღმდეგ შეკრებილ ქართული ოცნების აქტივისტებს.

კომენტარები