IRI

IRI-ის პრეზიდენტი: რუსეთში ან ჩინეთში ხდება, როცა მთავრობა ამერიკულ NGO-ებს ესხმის თავს

კი, ვხედავთ [გლობალურ ტენდენციებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ]. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება.

თქვა ამერიკის ხმის ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას, იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

კომენტარები