საარჩევნო სისტემა

გოცირიძე ხუნდაძის ინიციატივაზე: ფაფხურობს, ჰგონია, ივანიშვილს ასიამოვნებს

დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას ფაფხურობს. თვითონაც არ იცის, ჯერ რა უნდა. ჰგონია, რომ ივანიშვილს ასიამოვნებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციას აშინებს და ეუბნება, რომ შეირგონ, რაცა აქვთ, 30 წლის განმავლობაში მოქმედი შერეული სისტემა, თორემ ამასაც წაართმევს და გადავა წმინდა მაჟორიტარულზე, ამ ფეოდალურ სისტემაზე. ამით ჰგონიათ, რომ ამ საპროტესტო მუხტს ჩააგდებენ და ვიღაცას დააშინებენ. ვერ ხვდებიან, რომ პირიქით, უფრო აღიზიანებენ ხალხს. ეს არის თავხედობა, მეტი არაფერი, რასაც აკეთებენ ამ ინიციატივის დარეგისტრირების სახით.

გუშინ, 4 დეკემბერს, ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

კომენტარები