იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა

მდინარაძე: იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციურობას არ ადგენს

აბსოლუტურად სპეკულაციური იქნება, თუ ვინმე გაბედავს ისეთი საოცრების თქმას, რომ პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ისეთი დასკვნა მოამზადა, რომელიც კონსტიტუციურობას ეხება ან არ ეხება.

გავარკვიე დეტალურად. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ დასაშვებობაზე, რაც ხდება ყველა, ნებისმიერი კანონპროექტის შემთხვევაში. ის განიხილავს ფორმალურ ტესტს და ამის შემდეგ მსვლელობას აძლევს კანონპროექტის განხილვას, შემოაქვს ბიუროზე და ა.შ ამის გაყიდვა, რომ თითქოს კონსტიტუციურობასთან გაკეთდა დასკვნა, წმინდა სპეკულაციურია და ასეთი კითხვებიც კი არ უნდა დაისვას, რომ ცოტა სერიოზულობა შევძინოთ ამ პროცესს.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ. მან გიგა ბოკერიას განცხადება შეაფასა, რომელიც, თავის მხრივ, იურიდიული კომიტეტის დასკვნას გამოეხმაურა. დასკვნის მიხედვით, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ოპოზიციის კანონპროექტის განხილვის დაწყება. ბოკერია ამბობს, რომ პრაქტიკის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უარყოფით დასკვნას წერს და არ აგზავნის განსახილველად.

კომენტარები