კალაძე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე

მე მგონია, რომ პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ის საუბრობს ჯარზე, მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს, ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები. ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან წარმატებულები სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ გმირს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები