ვაჟა გაფრინდაშვილი

კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს.

სამწუხაროდ ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის.

წერს თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე. "საზოგადოების ნაწილი", რომელსაც კუხიანიძე იხსენიებს, მისმა პოსტმა აღაშფოთა, სადაც საკრებულოს წევრი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორებს", "იდიოტებს" უწოდებს და აგინებს.

კომენტარები