გიგა ბოკერიას საქმე

კაპანაძე: ყველა იმ პარტიის ლიდერებზე დაიწყეს გამოძიება, რომელიც პრობლემას უქმნის ივანიშვილს

ერთი ფაქტი მინდა შევნიშნო - პრაქტიკულად ყველა მთავარი ოპოზიციური ძალის ყველა ლიდერი არის გამოძიების ქვეშ ივანიშვილის ხელიოსუფლების პირობებში, ეს ეხება როგორც ევროპულ საქართველოში გიგი უგულავას, ახლა უკვე გიგა ბოკერიას, ენმ-ში ნიკა მელიას და სხვა ლიდერებს, ლელოში - ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და სხვებს, ანუ პრაქტიკულად პოლიტიკური ძალა არ დარჩა, რომელიც პრობლემას უქმნის ივანიშვილს და მათი ლიდერები არ იყვნენ გამოძიების ქვეშ, ეს არის ის გასაოცარი დემოკრატია, რომელიც მივიღეთ ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე ვენესუელაში, ეს ხდებოდა ჩრდილოეთ კორეაში და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე იმედის "კვირის თემაში", გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების შესახებ.

კომენტარები