გიგა ბოკერიას საქმე

ხოშტარია: ივანიშვილი პუტინის გზას დაადგა, ჰგონია, რომ რეპრესიებით პროტესტს შეაჩერებს

პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილი დაადგა პუტინის გზას, როდესაც ჰგონია, რომ რეპრესიებით და გამოძიებებით, ძველი საქმეების ამოქექვით, მოწყობილი პროვოკაციებით (რაც გიგი უგულავაზე მოხდა), დაპატიმრებებით, გააჩერებს პროტესტს ან ოპოზიციურ მოძრაობას, რაც არის სრული აბსურდი. რაც უფრო მეტად ჩათვლის, რომ რეპრესიებით პროტესტის გაჩერება შეუძლია, მით უფრო მტკივნეული იქნება მისთვის ამ ყველაფრის დასრულება

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია მთავარ არხთან ინტერვიუში საუბრობს თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას, პროკურატურაში დაბარებაზე. საქმე, რომელიც ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში დახარჯულ თანხებს ეხება, 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა.

კომენტარები