მოზარდის თვითმკვლელობის საქმე

გოცირიძე: შს მინისტრმა პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი სისტემურ დანაშაულზე, უნდა გადადგეს

არსებობს დანაშაულებრივი სისტემა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა, მაკონტროლებელი სისტემა გამოყენებულია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამ სისტემაში მომხდარი დანაშაული იფარება სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. როდესაც არის სისტემური დანაშაული, მაშინ პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი სისტემის ხელმძღვანელმა - შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. რაც შეეხება კონკრეტულ დამნაშავეებს, ისინი სისხლის სამართლებრივი წესით უნდა იყვნენ დასჯილნი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე საუბრობს 15 წლის მოზარდზე, რომელმაც გამომძიებლების მხრიდან დაკითხვის დროს სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა.

კომენტარები