ლუკა სირაძის საქმე

თოლორაია: თუ გამოიკვეთა სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, არ მოვერიდებით ხმამაღლა საუბარს

ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გრძელდება, პოლიციაში არ არის ცალკე სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ბავშვის ცალკე განთავსება გამოკითხვის მიზნით, სამწუხაროდ, არ არის სპეციალიზებული ოთახები, სადაც მოხდება ბავშვების გამოკითხვა. ის იყო ერთიან სივრცეში, სადაც იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც. იკვეთება თუ არა სხვა თანამშრომლების ქმედებაში კანონდარღვევა და ეს კანონდარღვევა არის დისციპლინური თუ აღწევს სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ამიტომ, დღეს ჩემი მხრიდან იმის ან უარყოფა ან დადასტურება, რომ კვლავ დადგება ან არ დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ჩემი მხრიდან იქნება ძალიან არაპროფესიონალური შეფასება. ამიტომ მე დღეს ვსაუბრობ მხოლოდ იმ პირის ბრალეულობაზე, რომლის წინააღმდეგაც, მტკიცებულებებმა მოგვცა საშუალება, ყოფილიყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ამ ადამიანმა ის დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა.

აბსოლუტურად გარწმუნებთ თუ გამოიკვეთა სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, სახელმწიფო ინსპექტორი არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე, მისცემენ თუ არა პასუხისგებაში სხვა პოლიციელებს.

კომენტარები