საქართველო - აშშ

კინზინგერი: შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია

[შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე] პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწყვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ, ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია.

რესპუბლიკელი კონგრესმენი და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ვაშინგტონში ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები