დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: სიმბოლურად ვიღებ ლელოს ნიშანს და ვიბნევ შენების მოძრაობის ფერის ჰალსტუხზე

ყველა საჯარო ადგილზე, სადაც მივდივარ, დამაქვს ერთი პატარა წიგნი - საქართველოს კონსტიტუცია. დავდივარ და ვივლი, სანამ შევძლებ სიარულს. იმისთვის, რომ მეც სულ მახსოვდეს და ყველას, ვინც სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საქმეებზე ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო ამ წიგნის გარეშე არ იქმნება.

მე და ჩემმა კოლეგებმა შენების მოძრაობიდან ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით თანადამფუძნებელი სერიოზული პოლიტიკური გაერთიანების და დღეს მე სიმბოლურად ვიღებ ლელოს ნიშანს და ვიბნევ "შენების მოძრაობის" ფერის ჰალსტუხზე

თქვა "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით უსუფაშვილმა "ლელოს" ყრილობაზე. პარტიას "ლელო საქართველოსთვის" დღეს ახალი მემარჯვენეები და შენების მოძრაობა შეურთდნენ.

კომენტარები