ტიკარაძე: ვაქცინა არ არის პანაცეა, არ ვთვლი, რომ სავალდებულო უნდა იყოს გრიპის ვირუსზე

როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარკვეული დაგვიანება. თუმცა ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები, სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გრიპის ვირუსის სეზონის წინ. გრიპი ვირუსული ინფექციაა. ადამიანის გრიპის ვირუსები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები