ტრამპი: მინდა ნატოს ვთხოვო, უფრო მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში

დღეს, მინდა ნატოს ვთხოვო, რომ უფრო მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. ჩემი მმართველობის პერიოდში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და ამერიკამ მიაღწია ენერგოდამოუკიდებლობას. ამ ისტორიულმა წარმატებამ შეცვალა ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები - ეს მიღწევები, რომლებიც ვერავის წარმოედგინა რომ შესაძლებელი, შუა აღმოსავლეთისთვის ქმნის შესაძლებლობებს. ამ წუთისთვის, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ნომერ პირველი მწარმოებლები ვართ, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და არ გვჭირდება შუა აღმოსავლეთის ნავთობი.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები თავიდან აშენდა ჩემი ადმინისტრაციის ქვეშ და ეს 2.5 ტრილიონი დოლარი დაჯდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, ჩვენი რაკეტები დიდი, ძლევამოსილი, ზუსტი, სწრაფი და ლეტალურია. თუმცა, ფაქტი რომ გვაქვს ეს საოცარი სამხედრო აღჭურვილობა, არ ნიშნავს რომ ისინი უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ არ გვსურს მათი გამოყენება. ამერიკული ძალა - ისევე როგორც სამხედრო და ეკონომიკური, საუკეთესო შემაკავებელია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა პრესკონფერენცია გამართა. ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა, შეტევის შედეგად არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. 3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები