უგულავა: შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის სირცხვილი

შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის სირცხვილი. ეს არის ქართული ოცნების და ივანიშვილის სირცხვილიც, უბრალოდ ეს ხალხი უსირცხვილოა. ეს მიუთითებს იმაზე რომ სათადარიგოთა სკამი ქართულ ოცნებას ძალიან მოკლე აქვს და ეს მიუთითებს იმაზე, რა საცოდავ დღეშია ივანიშვილი, ამხელა ფულის და რესურსის პატრონია და ნორმალური ახალი ადამიანი ვერ იპოვა და ვერ დაითანხმა პროკურორობაზე. აი ასეთ ღრმა კრიზისში არიან. ნორმალურ ადამიანს განათლებულ, მოტივირებულ, ქვეყნის პატრიოტ ადამიანს აღარ უნდა ამათთან მუშაობა. 

ევროპული საქართელოს ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე.

კომენტარები