კალაძე: თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები საინტერესო არაა

წერილის შინაარსს არ ვიცნობ, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული მოყოლებული 2012 წლიდან და შედარებებიც საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების კუთხით, თუნდაც ტელევიზიების მიმართ. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამაზე მეტყველებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მაილნმა საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები