წულუკიანი ლომჯარიას: თქვენ არ ხართ ბიძინა ივანიშვილის სახალხო დამცველი, როცა მას ლანძღავენ

ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება. არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახან მოვისმინე და ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის [ოხანაშვილი] მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, ცემენ და წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე მიმართა, სადაც ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ციხეებს ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები