გალერი ოცნებას: აღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ჩააგდო

ყოველთვის უპირობო იქნება მხარდაჭერა თქვენი ევროპული ორიენტაციისადმი, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს თქვენი მხრიდან სიტყვის შესრულება და თქვენი მცდელობა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა მოგვყიდოთ ქართული ოცნების შიგნით შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხის ნიშნად... არიან პარლამენტარები, ვინც თქვენი პარტია დატოვა და უმეტესობა მათგანი ჩემი საუკეთესო თანამოსაუბრე. გულწრფელები თუ იქნებით, განა ივანიშვილი მხოლოდ საჯაროდ არ ამბობდა, შეცვალეთო, კულისებში ისე მოაწყო, რომ ჩავარდნილიყო? და თანაც, ხელისუფლებაში დარჩენის აშკარა მიზნით. გთხოვთ, თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ასე იყო.

გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრი მიხაელ გალერი ევროპარლამენტის სხდომაზე მიმართავს რეინტეგრაციის მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები