პირველ რიგში, ის მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან,“ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ. საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ამის უფლება აქვს. ეს ოპოზიციას არ გამოუგონია. ეს რეალობაა. იგივე ხდება მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. სასამართლოს კონტროლი ზოგადად „ნეო-ავტორიტარიზმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პუტინის სახელმძღვანელოა - აკონტროლე სასამართლო, დისკრედიტაცია გაუკეთე არასამთავრობო სექტორს, შეზღუდე მედია. ამერიკის საელჩო, ამერიკული არასამთავრობოები საქართველოში ხედავენ რა ხდება. მათ არ სჭირდებათ ოპოზიციის იმედზე ყოფნა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ. ისინი არანაკლებ ინფორმაციას აწვდიან ამერიკელ პოლიტიკოსებს. იმის თქმა, რომ ამას მხოლოდ ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ არასწორია.
კონგრესმენების წერილი გახარიას
შეპარდი: საელჩო, ამერიკული NGO-ები ხედავენ რა ხდება, ინფორმაციისთვის ოპოზიციის იმედზე არ არიან
tbl.ge/4eav
დაკოპირდა
რობინ შეპარდიკონგრესმენების წერილი გახარიასკონგრესმენების წერილიკონგრესმენების წერილი გიორგი გახარიასამერიკელი კონგრესმენების წერილიკონგრესმენების წერილები
ამავე თემაზე
- "იმედი მაქვს, გამოსავალს მალე მივიღებთ" - კინზინგერი თალაკვაძეს შეხვდა
- გახარია კონგრესმენებზე: მწვავე კითხვების, მწვავე პასუხების გაცემის არასდროს შეგვშინებია
- უილსონი აშშ-ისგან მთავრობის კრიტიკაზე: მე ამას თავდასხმის ნაცვლად, მხარდაჭერად აღვიქვამდი
- ჰერბსტი: საქართველოს ინტერესში არ შედის, აშშ-ის კონგრესში მის მიმართ მხარდაჭერა შემცირდეს
- ბოკერია: ქვეყნისთვის საზიანოა, თუ ივანიშვილი ქართველების მეგობრებს, კონგრესს დააიგნორებს