ევროპარლამენტარები საქართველოზე

კუბილიუსი: პროპორციულის ჩაგდებით არჩევნებისადმი საერთაშორისო ნდობა ძალზედ შემცირდა

ჩვენ მართლა გვიყვარს და გვადარდებს საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ. მტკივნეულია ასეთი ნებსით, თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების ნახვა. განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ეს შეცდომები წელს დაიშვა, როდესაც გარდა დაგეგმილი არჩევნებისა, ევროკავშირის დონეზე მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებები განიხილება. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ივნისში გაიმართება. ჩვენ უკვე შევხვდით და ისევ შევხვდებით საქართველოს წარმომადგენლებს.

შეგვიძლია, ის ამბავი გავიხსენოთ, როდესაც გასული წლის ბოლოს შანსი მოგვეცა თბილისში აქტიურად მიგვეღო მონაწილეობა მცდელობაში, დავხმარებოდით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ეპოვნათ კომპრომისული, თუმცა შესაფერისი გამოსავალი, რაც დაეხმარებოდათ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში - ნდობის აღდგენაში. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, ჩემი რწმენით, დაუშვა სტრატეგიული შეცდომები.

როდესაც გადაწყდა, რომ არ მიიღებდნენ დაპირებულ საკონსტიტუციო შესწორებებს პროპორციულ სისტემაზე, მართლაც ნდობა და რწმენა იმისა, რომ შემდეგი არჩევნები იქნება სამართლიანი, საერთაშორისო საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შემცირდა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი. ევროპარლამენტარი ამის შესახებ კოლეგას, რასა იუკნევიჩიენეს, ესაუბრა.

კომენტარები