იმნაძე ვირუსზე და ჩინეთის მოქალაქეებზე: სტიგმის, დისკრიმინაციის ნიშნები საქართველოშიც არის

ბატონმა ტედროსმა [ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი] გუშინ სპეციალურად ხაზი გაუსვა თავის მიმართვაში დედამიწის მოსახლეობისადმი, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც, ასე ვთქვათ, გაჩნდა... არის ამის ნიშნები ბოლო დღეებში რასაც ვუყურებ. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ეს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშნების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში და საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების მიმართ სტიგმის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები