2020 არჩევნები

კობახიძე: შეგვიძლია, გადავცდეთ 50%-იან ნიშნულს, ნაცმოძრაობა პარლამენტში 10-15 კაცით შევა

2016 წლის იანვარში, როდესაც კვლევა ჩავატარეთ, მაშინ სასტარტო პოზიცია გვქონდა ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე გვაქვს დღეს.იცით, რომ 49% -ით დავასრულეთ მაშინ არჩევნები. ეს გვაძლევს ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ შეგვიძლია თავისუფლად და კარგად გადავცდეთ 50% -იან ნიშნულს. საზოგადოების განწყობა არის ასეთი. საზოგადოების განწყობა ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორს და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფაქტორი არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. 

ოპოზიცია იღებს დანარჩენს, ანუ, რასაც ჩვენ ვიღებთ, იმის დანარჩენს იღებს ოპოზიცია. დღევანდელი გათვლებით, მეორე ადგილზე არის ნაციონალური მოძრაობა. თავისი მეორე ადგილით ნაცმოძრაობა პარლამენტში შევა 10-15 კაცით. ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი იმისთვის, რომ 2024-ში ისინი ვეღარ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში. 

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები