გიგი უგულავას საქმე

ბურჯანაძე: ეს იქნება აშკარა პოლიტიკური დევნა, აბსოლუტურად სოლიდარული ვარ უგულავას მიმართ

იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გიგი უგულავაზე არ ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომლის მსგავსიც იურისპრუდენციაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. წარმოუდგენელია, ადამიანი ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გაასამართლონ, ეს იქნება აბსოლუტური ნონსენსი, ეს იქნება აშკარა პოლიტიკური დევნა და ამას ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ერთი და იგივე საქმისთვის გაასამართლო ორჯერ. ამას არამარტო როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც იურისტიც გეუბნებით. ასე რომ მე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სოლიდარული ვიქნები ბატონი უგულავასი და ხელისუფლება მოიმკის ასეთ შეცდომას თუ დაუშვებს

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმეზე. უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები