გიგი უგულავას დაკავება

ბაქრაძე უგულავას პატიმრობაზე: ესაა პირდაპირი გაგრძელება და ნაწილი პოლიტიკური დევნის

რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირი გაგრძელება და ნაწილი პოლიტიკური დევნის და მინდა პირდპირ გითხრათ, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც წინა კვირაში არწმუნებდნენ კონგრესმენებს, რომ ამ ქვეყანაში დევნა, პატიმრობა [პოლიტიკური ნიშნით] აღარ იქნება და დიალოგი მიმდინარეობს ოპოზიციასთან, მათ რომ ელემენტარული პოლიტიკური თავმოყვარეობა გააჩნდეთ, უნდა ტოვებდნენ დღეს თანამდებობას, ისე, როგორც, მაგალითად, ეს გააკეთა თამარ ჩუგოშვილმა.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ სამი წლით პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები