ჰარცელი უგულავაზე: ვეთანხმები, რომ პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს

ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, საქმეს თვალს ვადევნებთ. ჩემს კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან, საშუალება მქონდა, ვერდიქტს გავცნობოდი და დეტალურად განმეხილა. ჩვენ ყველას განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს. 

ასევე, ვეთანხმებით იმას, რომ ეს მოვლენა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს, რომელიც არსებული პოლარიზაციის განსამუხტადაა გამიზნული. ცხადია, პოლიტიკური დიალოგი უფრო გართულდა, ვიცით, ბევრი დრო არ დაგვრჩა იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ - ეს გამოწვევაა.

ფასილიტატორები განვაგრძნობთ ჩვენს მცდელობას და მუდმივად გვექნება მხარეებთან შეხვედრები. ვეცდებით, რომ ვიპოვოთ შესაძლებლობა დიალოგის განახლებისთვის. ამას ჩემს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად ვცდილობ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებაზე საუბრობს. რუსთავი 2-ის თარგმანი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები