ზალკალიანი NATO-ში ინტეგრაციაზე: მე არ ვიცი, კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

მე არ ვიცი, კიდევ როგორ დავაკაკუნოთ. როცა თუნდაც გუშინდელ პანელზე ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა. სამოქმედო გეგმის მოდალობები, რომელიც გაწერილია ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, სრულდება წარმატებით და მაღალი ეფექტურობით. 2019 წელი იყო უპრეცედენტო საქართველო - ნატოს ურთიერთობებში. 2019 ში საქართველოში იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი და ნატო-საქართველოს კომისია. ჩვენ ვუმასპინძლეთ ნატოს გენერალურ მდივანს და საზღვაო სარდალს. მივირეთ მონაწილეობა ნატო-საქართველოს დაგეგმილ სხდომაში. წელს მეც ვაპირებ უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საგარეო მინისტერიალში მონაწილეობას. შავი ზღვის თემატიკაზე მაქსიმალური ფოკუსირებაა. ყველა ფორმატი მაქსიმალურად გვაქვს გამოყენებული. ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან გვაქვს, მხოლოდ მათგან არ მოდის, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მუშაობის შედეგი.

უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები