ელენე ხოშტარია

ხოშტარია: ქვეყანაში კრიზისია, თალაკვაძე ნახევრად ცარიელ დარბაზში საუბრობს, სსრკ-ის სიმბოლოა

პარლამენტში ვნახეთ შეშინებული შოთაძის გადამალვა, მისთვის კომფორტის შექმნა და არც მოყვანა, ისე მისი დამტკიცების გეგმა. ამას კიდევ ასწრებენ დიპლომატიურ კორპუსს, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. დემოკრატია ასე არ გამოიყურება - ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, გამოდის და საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშრი.  

ეს არ არის ქვეყნის რეალობა, ეს არის ხელოვნური რეალობა, რომელიც უნდათ, რომ აქ, ამ დარბაზში შექმნან. რეალობა არის სხვა - ადამიანები აპროტესტებენ, ადამიანები ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, თავისუფალ არჩევნებს, ითხოვენ, რომ ხალხი წყვეტდეს, ვინ იქნება ამ დარბაზში და არა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ ეგონებათ, რომ კომფორტულად არიან, ყოველთვის ექნებათ ასეთი დისკომფორტი.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლისას დარბაზში ოპოზიცია შევიდა და სსრკ-ს ჰიმნი ჩართო.

კომენტარები