ევროპარლამენტარები საქართველოზე

ევროპარლამენტარი: საქართველოში ოლიგარქი ნერგავს დღის წესრიგს და ამის მძევლები ვხდებით

ამრიგად, რა ხდება საქართველოში? ბევრი შეხვედრა გვქონდა ქართველებთან - ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც. შევეცადეთ, ორივე მხარისთვის გაგვეგო, წინასწარგანწყობების გარეშე. თუმცა, ჩემი დასკვნა საკმაოდ სამწუხაროა: სახელმწიფო ოლიგარქის მიერ იმართება, ის ნერგავს თავის დღის წესრიგს, და ჩვენ ყველა მძევალი ვხდებით მისი დღის წესრიგის, რომელიც არის შემდეგი: რამდენადაც შესაძლებელია, გაზარდოს დაძაბულობა, ქაოსი, თავს დაესხას და ურტყას ოპოზიციას.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კომენტარები