კინზინგერი: ოცნების ლიდერებს ნათლად გავაცანი, რომ უგულავას დაპატიმრება საშინელება იქნებოდა

ძალიან შევშფოთდი, როცა ჩვენთან მოვიდა ხმები, რომ ეს [გიგი უგულავას დაპატიმრება] მოხდებოდა. ჩემი პოზიცია ქართულ ოცნებას და ლიდერებს ძალზედ ნათლად გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი იქნებოდა. ქართველ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ, შეერთებულ შტატებში, სამართლიანი და თავისუფალია და არ აქვს პოლიტიკური მიკერძოება. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპატიით არიან განწყობილები, დევნიან ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი.

მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას, აქედან გამოსავალი იპოვოს. გამოიყენოს სასამართლო სისტემა სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველასთვის გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები