უგულავას წერილი ციხიდან

უგულავა: ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია

მინდა, მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას. ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას წერილი ციხიდან.

კომენტარები