ქართველ მუსლიმთა კავშირი

ნაკაიძე: მკაცრი რეკომენდაციის შემთხვევაში შესაძლებელია შეჩერდეს პარასკევის ლოცვაც კი

ძირითადად, მეჩეთებში შეკრება არის პარასკევის ლოცვის დროს იმიტომ, რომ პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებშია შესაძლებელი და ეს არ შეიძლება, რომ ინდივიდუალურად, სახლებში მოხდეს. დანარჩენი სხვა ლოცვები არ არის იმდენად ხალხმრავალი და, შესაბამისად, ნაკლები რისკია. დღეს, მაგალითად, ხუთშაბათია და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეული დეზინფექციაც ჩავატაროთ მეჩეთებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მრევლს მოვუწოდოთ და ჩვენი წინამძღვრები ყოველი ლოცვის წინ მოუწოდებენ კიდევაც, რომ შეასრულონ ეს რეკომენდაციები, რომლებსაც გვაძლევს სახელმწიფო. 

თუ შესაბამისი ორგანო მკაცრად მოითხოვს იმას, რომ გამოუვალი სიტუაციის გამო უნდა შეწყდეს ხალხმრავალი შეკრებები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, გამოვიდეს მუსლიმთა ფეტვაც, შეჩერდეს პარასკევის ლოცვებიც კი

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები