საარჩევნო სისტემა

უგულავა: არ მინდა ვიყო იმის შემაფერხებელი, რაც ქვეყნისთვის სწორი და კარგია

გულწრფელად არ მინდა, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება გონს მოეგება და პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას შესთავაზებს საზოგადოებას. მაშინ, მე ვთვლი, რომ ოპოზიციამ ამას მხარი უნდ დაუჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მნიშვნელოვან მოთხოვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, წამოვა თუ არა ქართული ოცნება.

ხვალ რომ ივანიშვილს ჭკუა გადმოუბრუნდეს და პროპორციული შესთავაზოს, მაგრამ თქვას, რომ უგულავა აუცილებლად ციხეში უნდა იყოს, მე არ მინდა, რომ ის, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, სწორი და კარგი, ამის შემაფერხებელი იყოს ჩემი პირადი ფაქტორი. ეს მინდოდა შემეთავაზებინა ჩემი კოლეგებისთვის და ამ მნიშვნელოვან პროცესში მხარდაჭერა გამომეცხადებინა ასეთი ფორმით.

სამწუხაროდ, ის წინადადებები, რაც ჯერჯერობით ისმის, არის ქართული ოცნებისგან საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და ჩვეულებრივი თაღლითობა. დანარჩენი უკვე მომლაპარაკებელმა და ოპოზიციურმა ერთობამ იცის, ჩემი აზრით, ქვედა ზღვარი მაინც 125 25-ზე გადის. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადე ჩემს კოლეგებს და სრულიად ოპოზიციურ ერთობას.

განაცხადა პატიმრობაში მყოფმა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა"

კომენტარები