არჩევნები 2020

თალაკვაძე: არჩევნებზე ყველას დავუმტკიცებთ, რომ გვაქვს მხარდაჭერა

რა თქმა უნდა, ქართული ოცნება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში აჩვენებს თავის მხარდაჭერას, აჩვენებს თავის ახალ, ძლიერ პროგრამას და განახლებულ გუნდს. და დაუმტკიცებს ყველას, ვინც იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში და ადევნებდა თვალს პოლიტიკურ პროცესს, ვისაც აინტერესებს თუ რეალურად რა რესურსი აქვს ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაჩვენებთ არჩევნებზე, რომ გვაქვს მხარდაჭერა და გვაქვს მომავალზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწია, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები