ქუჩების კურთხევა

მამა დემეტრე: 17 მარტს სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები

მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა, რომ გარკვეული სახის ზომები მივიღოთ, რაც გამოიხატება ლოცვაში. ერთი ლოცვა დღეს შესრულდა 12:00 საათზე და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით "მამაო ჩვენო" , "ღვთისმშობელო ქალწულო" და "მოწყალებისა კარი განგვიღე". იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის.

ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე, თითოეული ჩვენგანის მიერ, თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე. ხოლო სამშაბათს, 17 მარტს სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები.

არქიდიაკონმა დემეტრემ ამის შესახებ სამების ტაძარში ისაუბრა. მის ამ კომენტარს სააგენტო ინტეპრესნიუსი სვრცელებს

კომენტარები