ცერცვაძე: გამოჯანმრთელებული პაციენტი 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება

პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელებაც და გაწერაც ცოტა გაგვიჭიანურდა, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. დღეს მოვიდა ლუგარის ცენტრიდან განმეორებითი გამოკვლევის პასუხი უარყოფითი - პაციენტი გაეწერა.

თუმცა, შევიმუშავეთ ასეთი წესი საქართველოში, ზოგ ქვეყანაში არის ასეთი წესი, ზოგში არა - ეს [გამოჯანმრთელებული] პაციენტი 2 კვირის განმავლობაში იქნება თვითიზოლაციაში, ის არ გავა არც სამსახურში და არც სხვებთან შევა კონტაქტში. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებული ეგონათ, შემდეგ აღენიშნათ სიმპტომები ხელახლა და შეაბრუნეს კლინიკებში.

ამობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ინფექციური საავადმყოფო ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დღეს, 16 მარტს დატოვა.

კომენტარები