ექიმი მაია ხერხეულიძე: რწმენასთან ერთად, ვირუსთან საბრძოლველი ნორმები უნდა დავიცვათ

სამედიცინო რეკომენდაციებია, რომ მაქსიმალურად თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავი შევიკავოთ და დავიცვათ ჰიგიენის წესები ბოლომდე და ეს, პრინციპში, გამორიცხავს ერთი და იგივე ჭურჭელი [ზიარების კოვზი] იყოს გამოყენებული. სამედიცინო მიდგომით, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უმჯობესია დავიცვათ მაქსიმალურად ჰიგიენის ნორმები და დავიცვათ დისტანცია. ამიტომ, თავშეყრის ადგილები სახიფათოა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ერთმნიშვნელოვნად, რწმენასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ ზოგადი ნორმები, რომლებიც დღესაა მიღებული ამ ინფექციასთან ბრძოლაში. სხვა ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ თავშეყრის ადგილებში მოხდა ვირუსის სწრაფი გავრცელება.

მე როგორც ექიმი, თუმცა, ასევე, როგორც ქრისტიანი, ვიძახი, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს არა მხოლოდ იმაზე, რომ თავად არ დაემართოს, აი, მე ეკლესიაში მივალ და არ დაემემართება, არამედ უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ჩვენ არ ვიყოთ ვირუსის მატარებლები, არ გავხდეთ გამავრცელებლები. ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი მრავალი ადამიანის დასნეულების.

თუნდაც, მარნეულის შემთხვევამ გვანახა, რომ ერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და შემდეგ გამოუვლინდა ვირუსული ინფექცია და ახლა კონტაქტების ძიებაა დაწყებული, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 500 ადამიანთან არის კავშირში. ანუ, პრაქტიკულად რისკი იმისა, რომ ეს ადამიანები დასნეულდნენ, ხდება ერთი ადამიანი. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს თითოეულმა ჩვენგანმა.

მთავრობა და თითოეული ექიმი მოუწოდებს ყველას რომ დარჩნენ სახლში, იმიტომ, რომ შეიძლება არ გვქონდეს არანაირი სიმპტომი, თუმცა თავად შეიძლება გავხდეთ დაავადების გამავრცელებლები.

ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორი, მაია ხერხეულიძე ტაბულასთან საუბაში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები