ეპისკოპოსი საბა: არ შემიძლია, ადამიანის სიცოცხლე სასწორზე დავდო, თამაშის დრო არ არის

არც ჩემთვის იყო ადვილი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მრევლისთვის მომეწოდებინა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ დღეს სწორედ ჩემი ქრისტიანული მოვალეობა, სიყვარული მაძლევს ამის უფლებას, რომ მე ვიზრუნო ადამიანის სიცოცხლეზე. ადამიანების სიცოცხლე არ შემიძლია, დავდო სასწორზე. მე მხოლოდ ჩემი თავი შემიძლია გავწირო, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო ნამდვილად არ არის

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე აღევლინება. რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ის არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები