კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დარჩით სახლში, ერთადერთი გამოსავალია, შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ეს პერიოდი

სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, საბედნიეროდ არ გვაძლევს შეშფოთების საფუძველს. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ის მოგვივიდეს რაც მოუვიდა ძალიან ბევრ ქვეყანას. ხედავთ რაც ხდება მსოფლიოში, უმდიდრეს ქვეყნებშიც. მერე მოწოდებას "სახლში დარჩი", გვიანი იქნება. ახლა უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. უმრავლესობამ ეს გაითავისა, შეიგნო, მაგრამ სამწუხარო ინფორმაციებიც მომდის. დარჩი სახლში ეხება ყველას, გინდა თბილისში იყო, გინდა სოფელში.

არ უნდა იყოს ერთმანეთთან კონტაქტი. სოციალური დისტანცირება ამას ნიშნავს. მე მესმის ეს ძნელია. მეგობარმა მეგობარი რომ არ უნდა ნახოს. მეზობელმა მეზობელი, მაგრამ აუცილებელია. იტალიას მეტი სხვა კი არაფერი დაემართა. ერთმანეთში რომ დადიოდნენ ბარ-რესტორნების დახურვის მერე. ხალხო გაიგეთ, დარჩით სახლში. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისთვის რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ სიტუაცია. მეტი სხვა არაფერი გააჩერებს ამ ვირუსს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტვ. პირველის ეთერში.

კომენტარები