კორონავირუსი საქართველოში

მამა თეოდორე: კათოლიკეებმა შიშის გამო სრულყოფილი ზიარების გარეშე დატოვეს ერისკაცები

ერთი რამ უდაოა, რომ ჩვენი რწმენა ლუსტრაციას გადის, ჩვენი რწმენა გამოცდას გადის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ ახლა ეშმაკი რის ეშმაკია, პირდაპირ ზიარებას მიადგა და, რა თქმა უნდა, ლიბერალური მსჯელობა აქაც შემოვიდა: "ტრადიცია კოვზებით ზიარებისა ყოველთვის ხომ არ იყო", "ტრადიცია ხომ შეიძლება, იცვლებოდეს" და ა.შ. 

მე ეკლესიის ისტორიკოს არ ვარ, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში ტრადიციები როგორ არ იცვლებოდა, მაგრამ არასოდეს არ იცვლებოდა ტრადიცია შიშის გამო, რომელი შიშიც რწმენას უპირისპირდებოდა. 

მე ვიცნობ და თქვენც იცნობთ დენომინაციას, რომელმაც შიშის გამო შეცვალა ზიარების ტრადიცია, ეს არის კათოლიკური სამყარო, როდესაც იქ ერთი ბარძიმიდან აზიარებდნენ მრევლს და როდესაც იქ გავრცელდა რაღაც დაავადება, გადაწყვიტეს, რომ მარტო პური, ნუ, ისინი ხორცს ეძახიან... ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ერისკაცები დატოვეს სრულყოფილი ზიარების გარეშე კათოლიკეებმა და იმის მერე ჭირმაც გადაიარა, მაგრამ ეს და ამგვარად დარჩა

კომენტარები