კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: ფონდში ხელფასის მესამედს მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებიც გადარიცხავენ

მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იქნა გაჟღერებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 

ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დეპუტატები და მინისტრები ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

კომენტარები