კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ინფექციურში მხოლოდ ერთი ძალიან მძიმე პაციენტი დაგვრჩა, ექვსს მძიმე პნევმონია აქვს

ძალიან მძიმე პაციენტი დაგვრჩა მხოლოდ ერთი, დანარჩენი ექვსი არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით, თუ ამ პირებთან დაავადება პროგრესირებას გააგრძელებს, შეიძლება, დამძიმდნენ, მაგრამ იმდენი დღეა, სტაბილიზაცია გვაქვს მიღებული, რომ იმედი მაქვს, მათთან უკვე თანდათანობით გამოჯანმრთელების პერიოდი დაიწყება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. ქვეყანაში კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 54 და გარდაიცვალა 3 პაციენტი.

კომენტარები