ახალი კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ლევან ხარაშვილი: აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით

აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ "წვერს". ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები - სპორტსსმენობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები - ბოზობას .... ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!

წერს ექიმი ლევან ხარაშვილი ფეისბუქზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, დახურულია სავაჭრო ობიექტები, ბაზრები და სხვა, ეკლესიებში ხალხმრავლობაა. საპატრიარქო წირვა-ლოცვის შეჩერებას არ გეგმავს, არც ერთი კოვზით ზიარების წესს ცვლის და მათ პასუხს არც ხელოსუფლება თხოვს.

კომენტარები