კორონავირუსი და საქართველო

სესიაშვილი: სამწუხაროა, რომ ზოგი ჩასაფრებული აქილიკებს საქართველოში წარმოებულ პირბადეებს

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალა ეცადა, ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები