ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ქვეყანაში სასურსათო მარაგებზე არანაირი რისკები არ არსებობს, არც იარსებებს

სასურსათო მარაგებზე, განსაკუთრებით იმ 9 სასურსათო პროდუქტზე, რომელის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს. უფრო მეტიც, არც იარსებებს. სასურსათო მომარაგების პრობლემა არ იქნება. ჩვენ ყვალაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, რომ სურსათი შეიძინონ, ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკის და ჩვენი, თორე პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საგანგებოდ ჩანიშნული ბრიფინგის დასრულების შემდეგ. ძირითადი საკვები პროდუქტების 9 სახეობაა: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შაქარი, რძის ფხვნილი, ფქვილი, ლობიო და წიწიბურა.

კომენტარები