კორონავირუსი და ეკლესია

გახარია: ბრძენი მოქალაქე არ დააყენებს ეკლესიას არჩევანის წინაშე, ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს?

დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობაში ომის და ბრძოლის. აქ გარკვეული პრიორიტეტები გასაგებია, რომ შეიძლება, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ, მე, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის, მისი გონიერების და სიბრძნის და რატომ - მოქალაქე ხვდება ერთ რამეს, კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს, ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და მისი ფუნქციონირება ბევრი ჩემი უაღრესად პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის არის ასევე ეგზისტენციალური საკითხი.

ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას, არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ - არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას - დაარღვიოს კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც ჩვენი თითოეული მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გამოსავალს იპოვის. და, რა თქმა უნდა, მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში, ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს.

რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს? არ გვაქვს იმის უნარი, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის ფონზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე.

კომენტარები