იმნაძე: საშიშროების წინაშე ვართ, რომ განმეორდება იტალია, მთელი საქართველო რისკის ჯგუფია

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, საშიშროების წინაშე ვართ, რომ განმეორდება იტალია. ხალხო, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ის, რაც გავაკეთეთ დღემდე და გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ. ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, ეს ეხება ოჯახებსაც. სტატისტიკა ხომ იცით, თითო ოჯახში 5-6-7 ავადმყოფია. გავიგოთ, გავითავისოთ რომ დისტანცირება ოჯახებშიც აუცილებელია.

ასე, ჩვენ სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ ერთმანეთსაც კი. თუ ვინმე ოჯახიდან გადის და ბრუნდება, ის იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან, ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. გაიგეთ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით, ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი, ეს ყველაფერი უნდა გავიგოთ

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები