კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: კვლევა არ სჭირდება - საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს

ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - ეს საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის აზრით, იმის დასადგენად, ზიარების საერთო კოვზით შეიძლება თუ არა მოხდეს ვირუსით დაინფიცირება, საჭიროა მეცნიერული კვლევა.

კომენტარები