კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: პიკს მოველით ამ თვის ბოლოს, ვვარაუდობ, 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს

მსოფლიოში არავინ იცის, თუ როდის დადგება პიკი და კონკრეტულად რამდენი ავადმყოფი დაფიქსირდება. ყველაფერი ეყრდნობა შედარებით გათვლებსა და ექსპერტულ გამოცდილებას. 

ჩვენთან ვამბობდით, რომ 2-3 კვირის მერე იქნებოდა პიკი, პრინციპში, ეს მართლდება და პიკს მოველით ამ თვის ბოლოს. შემდეგ, იქნება 1-2 კვირიანი პლატო და შემდეგ წავა დაღმავალი გზით. ეს არის ჩემი პროგნოზი. 

ძნელი საპასუხოა, რამდენი იქნება პიკის მომენტში ავადმყოფების რაოდენობა. გამომდინარე ტემპებიდან, რომელმაც შემდეგ ერთ კვირაში, შეიძლება მოიმატოს, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ეს მომატება არ იქნება დრამატული, ეს იქნება მაინც ათეულები და არა ასეულები და ათასეულები. ვვარაუდობ, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს.

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ფორმულასთან ინტერვიუში.

კომენტარები