კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ყველაზე სახიფათოს გავუმკლავდით - არ დავუშვით ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა

ჩვენი ექიმების, ექსპერტების და მათ შორის ჩემი პროგნოზები სრულდება: კარგ ვარიანტში, კარგი სცენარით განვითარდა ეპიდემიის გავრცელება. მე იმედი მქონდა, რომ აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი და შემდეგ შენარჩუნდებოდა პლატო, 1-2 კვირის შემდეგ წავიდოდა ქვემოთ. მე მიმაჩნია, რომ ვართ პლატოზე, ის რომ ბოლო დღეს იყო ერთი შემთხვევა, ამით ნუ გავაკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს. უახლოეს დღეებში შეიძლება გვქონდეს დღეში 2-4-5-10 შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, ეს არაფერს არ შეცვლის, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, მთლიანად არა, ერთეული შემთხვევები დარჩება, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით ყველაზე სახიფათოს - არ დავუშვით დრამატული ზრდა, ის რაც ვერ მოახერხა ევროპის ვერც ერთმა ქვეყანამ. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში

კომენტარები